სოზარ სუბარი: ლომჯარიამ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე – ყველა სხვა პატიმარი 4 წელში

“რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, ძალიან კარგია, ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე – ყველა სხვა პატიმარი 4 წელში.

“რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, ძალიან კარგია ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა, გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე – ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში. ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები