თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას ან არ იზიარებდე, ან არ ეთანხმებოდე. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ვიდრე პატიმარს რეალურად არ დასჭირდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა ის საპატიმრო პირობებში მკურნალობს.
“როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის რანგში მემართა პენიტენციური სამსახური, პრინციპი იყო ერთი, თუ პატიმარს სჭირდება სამოქალაქო სექტორში გადაყვანა, ის არის გადაყვანილი. მანამდე, ვიდრე მას ეს არ სჭირდება, ის მკურნალობს საპატიმრო პირობებში, ან ციხის სამკურნალო დაწესებულებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.