საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცია წარმოებული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცია წარმოებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

“გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 81.3
ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.0 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 38.7 პროცენტი
– ღორი, ხოლო 10.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს
ფრინველს) 15.0 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 691.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2021 წლის III კვარტალში 9 563.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული
(იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.4 პროცენტი მოდის
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.7 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 23.4 პროცენტი –
ღორის ხორცზე, 1.3 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი
უკავია”, – აღნიშნულია “საქსტატის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები