ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი პროგრამის დაფინანსება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გარდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისა, მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 820 მილიონი ლარის ოდენობით.
მისი თქმით, გათვალისწინებულია, ასევე, ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება.
„გათვალისწინებულია სპინალური ატროპიის მქონე პირთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე – ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება. სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა, სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა, ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში მომუშავე სასწრაფოს თანამშრომელთა ხელფასების გათანაბრება თბილისში არსებულ ხელფასებთან“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.