მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 59.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.3 ათასი ტონით (35%), ხოლო ღირებულება 6.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (5,549 ტონა), გერმანიაში (2,222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი (788 ტონა), ჩინეთი (680 ტონა), უკრაინა (256 ტონა), რუსეთი ( 252 ტონა), ალჟირი (193 ტონა), ბელარუსია (164 ტონა), საუდის არაბეთი (158 ტონა), ერაყი (144 ტონა), შვეიცარია (129 ტონა), მექსიკა (120 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული ემირატები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22), ყირგიზეთი (22 ტონა) ტუნისი (15 ტონა) იორდანიასა (14 ტონა) და სხვა.