გურამ მაჭარაშვილი: თუ პარლამენტში თავს ვერ ხედავ, შენი თავი საზოგადოებას არ უნდა შესთავაზო

“მგონი, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს სწავლება, რომ როდესაც ხალხმა მთავარ პოლიტიკურ ორგანოში აგირჩია, მინიმუმ, მათი ხმა უნდა გააჟღერო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების – მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები არჩევნების შედეგებზე ისახება.

“მგონი, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს სწავლება, რომ როდესაც ხალხმა მთავარ პოლიტიკურ ორგანოში აგირჩია, მინიმუმ მათი ხმა უნდა გააჟღერო. ეს არის დეპუტატის ვალდებულება. მაგრამ, სამწუხაროდ, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში არავის უნახავს, არც სხდომებზე, არც კომიტეტში. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტარობა აღარ უნდა და ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მან თავად თქვა, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში საკუთარი თავი ვერ დაინახა, ესეც მისი პოლიტიკური შეცდომაა. თუ პარლამენტში თავს ვერ ხედავ, შენი თავი არ უნდა შესთავაზო საზოგადოებას. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს მათი გადასაწყვეტია და, როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები