ნათია თურნავა – სააკაშვილზე: ამ საკითხზე აქტიურ კომუნიკაციაში არის თქვენთან იუსტიციის მინისტრი

“მე ვფიქრობ, მთლიანად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი და აქტუალური საკითხები არის სულ სხვა – ეს არის სიღარიბის, უმუშევრობის დაძლევა და ექსპორტის განვითარება”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ექსპრეზიდენტ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

“ამ საკითხზე აქტიურ კომუნიკაციაში არის თქვენთან იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური სამსახური, პერიოდულად განცხადებებს აკეთებენ, არ გზარდებიან და მედიასთანაც განმარტებებს აკეთებენ. უფრო კვალიფიციურ განმარტებას მათგან მიიღებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები