იაგო ხვიჩია: შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ენმ-ს წევრების მიერ ერთ-ერთი სამართალდამცველის საცხოვრებელ სახლთან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და სავარაუდო მუქარის შემხველ წარწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შვილები მშობლების საქციელზე პასუხს არ აგებენ.

„შვილები მშობლების უღირს საქციელზე პასუხს არ აგებენ. პირიქით, არც მშობლები აგებენ შვილების უღირს საქციელზე პასუხს“, – თქვა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

სახალხო დამცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები