ვლადიმერ ბოჟაძე ნინო ლომჯარიას: იქნება დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა
,,იქნება დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება”, – ასე მიმართავს თბილისის საკრებულოს წევრი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და სოციალურ ქსელში ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც მუქარის შემცველი წარწერებია გაკეთებული.
როგორც ბოჟაძე წერს, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება.
“Nino Lomjaria იქნება დროულად მოახდინო ადამიანის უფლებების დარღვევის ამ უხეშ და ამაზრზენ ფაქტებზე რეაგირება, ძალიან საშიშია როცა ამ ძალადობას ბედავს ოპოზიციური ძალა რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, ახლა რევანშისთვის იბრძვის. სახალხო დამცველი ხარ და ყველას უფლებების დაცვა გევალება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ვინც ბედავს ამ სიბინძურეს, იმ ადამიანების მიმართ ვინც კანონის ფარგლებში ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას და მის მხარდამჭერებს შეწყვიტეთ ადამიანებზე ძალადობა, ბულინგი და შეურაცხყოფა, ნუ ძაბავთ ხელოვნურად სიტუაციას, არ გაცდეთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მიიღებთ უმკაცრეს პასუხს!’’ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.