თამთა მეგრელიშვილი: ვინც მათთან არაა მტერია! ამიტომ ემუქრებიან და შეურაცხყოფენ ყველას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ იძალადებდნენ ყველაზე

ვინც მათთან არაა მტერია, ამიტომ ემუქრებიან ყველას, შეურაცხყოფენ ყველას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ იძალადებდნენ ყველაზე – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სიციალურ ქსელში სადარბაზოში გაკეთებულ მუქარის შემცველ წარწერებს და პოსტებს

მეგრელიშვილი სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, პოლიტიკური უძლურების გადასაფარად მათი მთავარი იარაღი აქაც შურისძიება, დაშინება და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

“ნაციონალური მოძრაობის ” 8 წლიანი კრიზისული ციკლი ოპოზიციაში და გზა ყოვლისშემძლეობიდან პოლიტიკურ უძლურებამდე…
პოლიტიკური უძლურების გადასაფარად მათი მთავარი იარაღი აქაც შურისძიება, დაშინება და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
ვინც მათთან არაა მტერია! ამიტომ ემუქრებიან ყველას,
შეურაცხყოფენ ყველას,
შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ იძალადებდნენ ყველაზე!
ქალბატონო ნინო ლომჯარია ვფიქრობ, რომ როგორც სახალხო დამცველმა ამის შესახებ თქვენც უნდა იცოდეთ და მოახდინოთ რეაგირება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები