მაია ზალდასტანიშვილი: რეანიმაციული ადგილები, ფაქტობრივად, არ გვაქვს
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ რეანიმაციული განყოფილებები დაავადებული პაციენტებით გადატვირთვულია.
“რეანიმაციული ადგილები, ფაქტობრივად, არ გვაქვს. კიდევ და კიდევ მოიმატებს პაციენტთა რიცხვი, რა თქმა უნდა, ვეღარ აუვა ჰოსპიტალური სექტორი ამას და, ალბათ, ძალიან გაუჭირდებათ ოჯახის ექიმებსაც, რომლებიც ასეთ კატასტროფულ რეჟიმში მუშაობენ. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავსაც და სხვასაც, რომ გადავრჩეთ,” – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.