სოჭში 60 ქვეყნის მაღალჩინოსანს შორის ლეონიდ თიბილოვიც იქნება

  “ერთ-ერთი ყველაზე მეტად საინტერესო სოჭში ლეონიდ თიბილოვის სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერის გამოჩენა იქნება, რეგიონისა, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის მწვავე უთანხმოების წყაროა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როგორც თიბილოვის პრესმდივანმა განაცხადა, თიბილოვმა სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრების მიწვევა თავად პუტინისგან მიიღო. რა თქმა უნდა, ამას ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ბოიკოტი არ გაეწია სოჭის თამაშებისთვის”, – წერს “The Moscow Times”. სოჭში ჩასულ სტუმართა შორის ასევე იქნებიან: გაეროს გენერალური მდივანი ბან გი მუნი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, თურქეთის პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, ყირგიზეთის პირველი პირი ალმაზბეკ ატამბაევი, იტალიის პრემიერი ენრიკე ლეტა და სხვა ლიდერები. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად უკრაინის მოვლენებისა, სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც დაესწრება. სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს და ოლიმპიადას არ დაესწრებიან – აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის პრეზიდენტი იახიმ გაუკი და კანცლერი ანგელა მერკელი, ასევე ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები