თეა წულუკიანი: ომბუდსმენი პოლიტიზებულია, მე ვარ ადამიანი, ვინც მას ბევრჯერ ვაკრიტიკებდი
“სამწუხაროდ, ჩვენს სახალხო დამცველს აქვს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც უნდა ჰქონდეს, ანუ ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკისგან”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„არ მომისმენია ბატონი ირაკლის ეს განცხადება, თუ მან მართლაც ასე თქვა, მხოლოდ შემიძლია, დავეთანხმო და ჩემს თავს უფლება მივცე, არ წავიდე უფრო შორს, არ გავამხილო, თუ ვინ სთხოვა „ქართულ ოცნებას“, ქალბატონი ნინო ყოფილიყო იქ, სადაც ბრძანდება. რა თქმა უნდა, ის პოლიტიზებულია. მე ვარ ადამიანი, ვინც მას ბევრჯერ ვაკრიტიკებდი. სამწუხაროდ, ჩვენს სახალხო დამცველს აქვს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც უნდა ჰქონდეს, ანუ ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკისგან. ის არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გასაგებია, კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ მას ვენდეთ, მე მაშინ პარლამენტში არ გახლდით, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო. მან პრინციპში ის ნდობა, რომელიც გულისხმობდა დეპოლიტიზებულად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად საქმიანობის განხორციელებას, ხანდახან შეძლო და ხანდახან ვერ შეძლო. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, საუბარია განცხადებაზე, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნინო ლომჯარიაც აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ.