იაგო ხვიჩია: ეს არის “ნაც-ქოცური” ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტი, სადაც მხარეებს ყველაფერზე შეუძლიათ, იჩხუბონ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ნათელია

“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ეს არის ,,ნაც-ქოცური,, ბრძოლის ერთ-ერთი კომპონენტი, სადაც მხარეებს ყველაფერზე შეუძლიათ, იჩხუბონ, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ნათელია. პირდაპირ ვკითხულობთ ნაწერს, ყველამ შეგვიძლია, გავიგოთ, რა იყო მოთხოვნა და შესრულდა თუ არა ეს მოთხოვნები. თუკი არ შესრულდა, იზეიმონ – მოვიგეო, ასეთი რამ მე არ გამიგია”, – აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

საქართველოს მთავრობას კი დაევალა, მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული წერილი და გადაწყვეტილებები დილიდან პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები