ელენე ხოშტარია: თუ ახლა სამედიცინო ჩარევას თირკმელსა და ნევროლოგიურზე არ მივიღებ, შეიძლება, რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს – მედიკამენტებს მივიღებ

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც მე-9 დღეა, შიმშილობს, ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამეტრების გასაუმჯობესებლად, ის მეორე გადასხმის გაკეთებასაც დათანხმდა.

“ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურადაა. როგორც ვთქვი, მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება, რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი – თირკმლის, ნერვოლოგიური, მოითხოვს ამ ჩარევას. მე არ მინდა, ვინმემ ინერვიულოს, დაპანიკდეს, ეს არ არის, რომ მე ვკვდები, არ გვინდა ზედმეტი მღელვარება, უბრალოდ, თუ ახლა სამედიცინო ჩარევას თირკმელსა და ნევროლოგიურზე არ მივიღებ, შეიძლება, რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს, ამიტომ, მე დავთანხმდი ერთ გადასხმას, ამან არ გააუმჯობესა ეს პარამეტრები, ამიტომ ის ისევ კრიტიკულ დაბალ ზღვარზეა, დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება მედიკამენტებს მივიღებ. კალორიებისა და დანამატების მიღებას არ ვაპირებ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები