გია აბაშიძე: რუსულ გადაცემაში საქართველოს დროშის იატაკზე გამოსახვაზე სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ტრაგიკომიკურია

ექსპერტი, გია აბაშიძე რუსულ ტელეარხზე, ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს დროშის იატაკზე გამოსახვის ფაქტს ეხმაურება.

ექსპერტის განმარტებით, ეს აღნიშნული გადაცემის ფორმატია და სხვა ქვეყნებზე საუბრისასაც ამგვარად კედლებსა და იატაკზე ხდება დროშების ვიზუალიზაცია.

აბაშიძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების აღშფოთება ტრაგიკომიკულია, რადგან მათი ხელისუფლების დროს მოხდა კოდორის რუსებისთვის გადაცემა, აფხაზეთთან კიდევ უფრო დაშორება და სხვა მსგავსი ფაქტები.

“დავიწყოთ იქედან, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი მისი თავკაცის მეთაურობით საქართველოს #1 მტერი!
რუსულ არხზე გადაცემა 60 минут-ში იატაკზე გაფენილი საქართველოს დროშის შესახებ. თუ ამ გადაცების არქივს გადავხედავთ, პროდიუსერებს აქვთ ასეთი ფორმატი – რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ, კედლებზე და იატაკზე ხდება შესაბამისი დროშების ვიზუალიზაცია. მაგალითად, რუსეთის, მისი მოკავშირე სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, აშშ-ის და ა.შ.
სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ამ ფაქტზე ნამდვილად ტრაგიკომიკურია. ეს “პატრიოტობა” კატეგორიულად მიუღებელი “ნაცებისგან”, დესტრუქციული ძალისგან, რომელმაც:
კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტებს.
კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს;
კიდევ უფრო შორეულ დისტანციაზე გადაიტანა შერიგება ოსებსა და აფხაზებთან.
აგვისტოს ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც წერია – 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებდად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.
აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს მიყიდა სტრატეგიული ობიექტები.
საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ცდილობს ხელახალი ესკალაციის წამოწყებას ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული აქტივისტების საშულებით “ნაცობა” სირცხვილია,
სააკაშვილი კრემლის სასარგებლო იდიოტია!”, – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები