მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, მედიას მოუწოდებს – დაგმონ უგულავას საქციელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, გიგი უგულავამ გუშინ გაილაშქრა საკუთარ ოპონენტად აღქმულ სამართალდამცველზე და, რაც საგანგაშო და საყურადღებოა, მის ოჯახსა და არასრულწლოვან შვილებზე. მიხეილ სარჯველაძე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ ერთმნიშვნელოვნად დაგმონ ეს საქციელი.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარასდროს ქართულ პოლიტიკაში არ გვხვდებოდეს. ეს არ ყოფილა ერთი მორიგი დარღვევა ბავშვის უფლებების. ეს მინდა, ვთქვა მათ გასაგონად, ვინც იფარგლება მშრალი ე.წ. მორიგე შეფასებებით. მივმართავ ასევე ზოგიერთი მედიასაშუალებას. მათაც ცოტა მეტი ევალება, რომ ასეთი სისაძაგლე დავალებად კი არ მიიღონ, არამედ სწორი შეფასება მისცენ და გაემიჯნონ ასეთი ტიპის ქცევებს”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები