სავსებით სწორია აქცენტების გადატანა კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისაკენ, რადგან მეტი კონკურენცია ინფორმირებულობის გაუმჯობესებასთან ერთად, მეტ არჩევანს ტოვებს მომხმარებლისთვის – გიორგი ცუცქირიძე ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებაზე

კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ-მინისტრის წამოწყებას ფარმაცევტული სექტორის  დარეგულირებასთან დაკავშირებით ეკონომისტი გიორგი ციცქირიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, სავსებით სწორია აქცენტების გადატანა კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისაკენ, რადგან მეტი კონკურენცია ინფორმირებულობის გაუმჯობესებასთან ერთად, მეტ არჩევანს ტოვებს მომხმარებლისთვის.

მისივე თქმით, ასევე საინტერესოა სარეცეპტო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რადგან საჭიროა მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ.

“ფარმაცევტული ბაზრის და ფასწარმოქმნის პრობლემები არაერთი წელია, გრძელდება და სოციალურ პრობლემადაც არის ქცეული. ერთ -ერთი მთავარი პრობლემა, რაც კონკურენტულ გარემოს დეფორმაციას ახდენს და ფასებზეც ნეგატიურად აისახება, ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ფაქტორია.

ისიც ცნობილია, რომ ამ სექტორში არსებული დამახინჯებული ფასები და მომგებიანობის მაღალი მარჟა, რაც ბაზრის მონაწილეთა ზე მაღალ მოგებას უზრუნველყოფს, ლამის სოციალურ პრობლემად იქცა, შედარებით დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისა და მოწყვლადი ფენებისათვის, ეს სოციალურად დაუცველებსაც ეხება, პენსიონერებსაც და დაბალი შემოსავლის მქონე სხვა სოციალურ ჯგუფებსაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება სხვადასხვა დახნარებების პაკეტების სუბსიდირება, რაც კარგია თუმცა საკმარისი არ არის, არც მომხმარებლის და არც საბაზრო ურთიერთობების თვალსაზრისით.

ეს პრობლემა, როგორც ჩანს მოგვარებისკენ მიდის, რასაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის დეტალებიც ადასტურებს, რომლის დროსაც, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში იქნა განხილული.

სავსებით სწორია აქცენტების გადატანა კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისაკენ, რადგან მეტი კონკურენცია ინფორმირებულობის გაუმჯობესებასთან ერთად, მეტ არჩევანს ტოვებს მომხმარებლისთვის მისთვის საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში თავისი შემოსავლების მიხედვით, საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება და ეს პანდემიურ პერიოდშიც მთელი სიცხადით გამოჩნდა.

არანაკლებ საინტერესოდ მოჩანს, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას ითვალუსწინებს, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანის გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ, და საბოლოო ჯამში
გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე, რაც თითოეული ადამიანისათვის დიდი შვება იქნება”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები