ამირან გამყრელიძე: ვაქცინების რაოდენობა საკმარისია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა. „დღეისთვის, დაახლოებით, მარტის ბოლომდე გამოყენების საშუალებით 900 000-მდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გვაქვს, ასევე, საკმარისი რაოდენობაა „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“. ანუ ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, ასევე შეიძლება, მალე დაემატოს „ჯონსონ და ჯონსონის“ დოზები, რომელიც ერთჯერადად კეთდება. ასე რომ, ბუსტერის პრობლემა არავის ექნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.