თამარ გაბუნია: გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის და შესაძლებელია, დახმარება დასჭირდეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის.

მისივე თქმით, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა.

„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე, რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე, გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და, ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები