გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი: ნებისმიერი პაციენტის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად ვართ

„მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ გადმოჰყავთ”, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკა მაღალპროფილურია და ნებისმიერი პაციენტის მიღება შეუძლია.

„მზადყოფნაში ვართ. ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ აქ გადმოჰყავთ. შესაძლებლობა ყველაფრის არის, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ უნდა მოიყვანონ პაციენტი, არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებაზე, მათ შორის, სააკაშვილის, თუ ეს საჭირო იქნება. ჩვენ გახლავართ ჰიბრიდული კლინიკა. ყველანაირი პროფილია კლინიკაში, შესაბამისად, შეგვიძლია ნებისმიერი სახის პაციენტის მიღება. ტექნიკურადაც აღჭურვილი ვართ“, – განაცხადა ურთქმელიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს, უცნობია – სად იმყოფება ის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები