“ძალიან სასაცილოა, თითქოს, ბიძინა სადმე გარბოდეს… ორი დღის წინ ვესაუბრე”

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქონებას ყიდის, ნახატების კოლექცია გაიტანა და ქვეყნიდან მიდის… ამის შესახებ მოკლე კომენტარი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ ადამიანს, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს – ეკა ჭიჭინაძეს ვთხოვეთ…

– ორი დღის წინ ვესაუბრე და სად გარბიან, ხალხო, რას იგონებთ? სასაცილოც აღარ არის უკვე, მართლა გაგიჟდნენ ეგენი.
– ბიძინა ივანიშვილის შვილები ხომ საზღვარგარეთ არიან, ყველა მათგანი?

– გვანცა ამერიკაში სწავლობს და რა ქნას.

ახლა?! უტა არც არასოდეს ჩამოსულა, საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, ბერა კიდევ გადაღებებზეა და რა არის აქ უცნაური?

– ცოტნეც ხომ წავიდა?

– არსადაც არ წასულა, აქ არის… არსად მიდიან, იმდენად აბსურდია, საუბარიც კი არ ღირს სერიოზულად!
– არც მანქანებს ყიდის?

– ჰო, გაყიდა უკვე მანქანები და ვხედავთ,

ფეხით რომ დადის ბიძინა ივანიშვილი… კარგით, რა… ამის წინ მე და ნიკუშა ვიცინოდით, გიგი უგულავა რომ ამბობდა, რუსები რომ შემოვიდნენ, პირველი ბიძინა ივანიშვილი გარბოდაო… გიგი და ეგენი ბიძინა ივანიშვილს “რუსეთის კაცს”, “რუსს” ეძახიან და მაშინ რატომღა გაიქცეოდა რუსების დანახვაზე?! აი, ყველაფერს ასეთ სისულელეებს ამბობენ!
ბიძინა არსად არ გარბოდა მაშინ, არც ახლა. ეგენი არ გაიქცნენ, იმდენად წასულია მაგათი საქმე!
ყურმოკვრით ვიცი ყველაფერი, თორემ აღარ შემიძლია მაგათი ჯაჯღანი და ახლა კიდევ მიშამ ჭამა თუ არა…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები