“პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც” – ვაჟა სირაძე
“პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული პოლიციელისთვის. პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დავის პროცესში ძალიან დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმსა და შრომას მოითხოვს. მინდა თითოეულ პოლიციელს ვუსურვო წარმატებები, ოჯახებში მშვიდობიანად დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, უზრუნველყოფენ დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის აღკვეთასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. პოლიციელის წოდების ტარება დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.