სუს-ის უფროსი, გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„31 მაისი პოლიციელის დღეა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებს მუნდირს და ბოლომდე რჩება ამ საამაყო პროფესიისა და პოლიციელის ფიცის ერთგული.
როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კარგად მესმის, თუ რა რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდებით ყოველდღიურად; ზუსტად ვიცი, თქვენი შრომის ფასი და ის საქმე, რასაც ხშირად უდიდესი რისკის სანაცვლოდ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ეწევით. ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს; პოლიცია კი მაშინ არის ძლიერი და წარმატებული, როდესაც მას ჰყავს პროფესიონალი ოფიცრები, რომლებიც ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომით ემსახურებიან საქართველოს.
მადლობას ვუხდი ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვინც ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგას! მადლობა თქვენ სიმამაცისთვის, შრომისა და სამშობლოს სამსახურისთვის! კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს! გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას!“, – ნათქვამია მილოცვის წერილში.