აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოშია. პირველ შეხვედრებს ერიკა ოლსონი “ქართული ოცნების” ლიდერებთან გამართავს.

მხარეები ამ წუთებში “თბილისი მერიოტში” იკრიბებიან, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან აუდიენციისთვის ირაკლი კობახიძე და “ქართული ოცნების” დეპუტატები ემზადებიან. შეხვედრას დაესწრება აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც. საელჩოს ინფორმაციით, ოლსონი შეხვდება პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები