გია გაჩეჩილაძე: სისხლიანი რეჟიმის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ 7 ნოემბრის შემოქმედები იგივე მეთოდებით, ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ ხალხზე

სისხლიანი რეჟიმის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ 7 ნოემბრის შემოქმედები იგივე მეთოდებით, ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ ხალხზე, – ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) განაცხადა.

„არ აგარევინებთ! 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ!

2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა ერთ დღეში – რამდენჯერმე სასტიკად დაარბია და სისხლში ჩაახშო მშვიდობიანი პროტესტი, ძალადობრივად შეიჭრა ტვ იმედში და იერიში მიიტანა თავისუფალ მედიაზე.

ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად არაფორმალური დაჯგუფებები(ზონდერები) სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, მოშიმშილე პოლიტიკურ ლიდერებს, არ ინდობდნენ ჟურნალისტებს და არ ერიდებოდნენ არც სახალხო დამცველს. ამ საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაციით სააკაშვილს სურდა ნაცმოძრაობის წინააღმდეგ სახალხო პროტესტის ჩახშობა და მოსახლეობაში შიშის დანერგვა, რათა აღარავის გაებედა სამართლიანობისთვის ქუჩაში გამოსვლა ან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გახმოვანება.

სამწუხაროდ, სისხლიანი დარბევები ამით არ დასრულებულა, წლების განმავლობაში მათი ხელისუფლების მთავარი ფუნქცია პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.

დღეს, 2021 წელს სისხლიანი რეჟიმის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ იგივე ადამიანები (7 ნოემბრის შემოქმედები) იგივე მეთოდებით, ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ ხალხზე. მათ ამოძრავებს რევანშის დაუოკებელი წყურვილი, დესტაბილიზაციის და ქვეყნის არევის გზით იბრძვიან ძალაუფლების დასაბრუნებლად!

ცხადია ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს, მოსახლეობამ არჩევნებში უკვე გასცა პასუხი მათ ბოროტ მიზნებს, 7 ნოემბერს კი შევიკრიბებით იქ სადაც დაიწყო მშვიდობიანი მოშიმშილეების დარბევა(პარლამენტის წინ), გავიხსენებთ ამ ტრაგიკულ მოვლენას და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ყველას, რომ ამ ქვეყანაში 7 ნოემბერი აღარასოდეს უნდა განმეორდეს!“ – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

 

https://fb.watch/961-zBP0xI/

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები