მიხეილ სარჯველაძე – სუს-ის განცხადებაზე: ვისურვებდი, რომ ის ყველაფერი რაც გაცხადდა, სინამდვილესთან შეუსაბამო იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ არეულობებთან დაკავშირებით,  “ქართულ ოცნებაში” “ნაციონალური მოძრაობის” ლუსტრაციას უწოდებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც დესტრუქციული ძალის მიზნებს.

“ადამიანებს ცოტა უცნაური შეხედულებები აქვთ არსებულ მდგომარეობაზეც და არსებულ საჯარო წესრიგთან დაკავშირებითაც. ასეთი მეთოდებით ბრძოლა ხელისუფლებისთვის ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ერთგვარად დამახასიათებელი გახდა. თუმცა, ვისურვებდი, რომ ის ყველაფერი რაც გაცხადდა, სინამდვილესთან შეუსაბამო იყოს,”- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობას გეგმავს, მათ შორის იგეგმება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები