გია გაბრიჭიძე: ეს “მოშიმშილე” ნახეთ რაა, არ ატირა მთელი “სანაცეთი” და “ჟიგმანტასები”

არ გამიკვირდა ხინკალი რატომ იყო ხელუხლებელი თქო, არ ატირა მთელი “სანაცეთი” და “ჟიგმანტასები” – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

„ეს “მოშიმშილე” ნახეთ რაა, დავგუგლე და ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

კუჭს ეძლევა 1,5 სმ დიამეტრის მილის ფორმა და კუჭი, როგორც „მოცულობითი ტომარა“ გადაიქცევა „მილად“, სადაც ხდება საკვების სწრაფი ევაკუაცია თორმეტგოჯა ნაწლავში. ამ დროს მცირდება კუჭის სეკრეტორული ფუნქცია, სცილდება ზონა, რომელიც გამოყოფს შიმშილის ჰორმონ გრილინს, რაც ადამიანს უქვეითებს ჭამის მადას.

არ გამიკვირდა ხინკალი რატომ იყო ხელუხლებელი-თქო, კაროჩე რა, არ ატირა მთელი სანაცეთი და ჟიგმანტასები „ – წერს გია გაბრიჭიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები