ბოლო 24 საათში საქართველოში 4 063 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 063 ადამიანი აიცრა.
საერთო ჯამში, კოვიდვაქცინით, ქვეყნის მასშტაბით, აცრილია 1 995 150 ადამიანი.