ცერცვაძე: სავალდებულო ვაქცინაციას მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება, სახელმწიფო დამნაშავეა, რომ არ წავიდა იმაზე, მიეღო მათგან დამატებითი პროტესტი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობის გამო არ მიიღო, რადგან საზოგადოების ნაწილის განწყობები ანტივაქსერულია.
“სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. პირდაპირ ვთქვათ. საერთოდ, მიღებულია, ითქვას, რომ მოსახლეობა არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, პასუხისმგებელია მთავრობა და ხელისუფლება. ეს უნივერსალური პრინციპია მთელს მსოფლიოში. ჯამურად, პასუხისმგებელია ხელმძღვანელობა, მაგრამ თუ ჩავშლით ამ ზოგად ფრაზას, მაშინ მთავარი მოწინააღმდეგე ამ კოვიდპასპორტების რჩება მოსახლეობა… სახელმწიფო პირობითად დამნაშავეა იმაში, რომ არ წავიდა ამ ზომებზე იცოდა რა რომ მოსახლეობიდან იქნებოდა მწვავე პროტესტი, არ წავიდა იმაზე, რომ ამას არ დამატებოდა სოციალური პროტესტი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.