გურამ მაჭარაშვილი – ელენე ხოშტარიაზე: ანუ შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“არ ვიცი, ამას რა შეიძლება, ვუწოდოთ, ანუ შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს. ახლა შეიძლება, სხვა რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილობა და იტყვის, რომ დაკმაყოფილდეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა. ამდენად არასერიოზულად ქმნიან ამ სიტუაციას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობას გუშინ დაიწყო. მისი თქმით, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.