მაიდანზე ბომბის აფეთქების შედეგად აქტივისტმა ხელი დაკარგა

   კიევის პროფკავშირების სახლში დღეს აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი აქტივისტი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა ნაციონალური დაუმორჩილებლობის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ყუთზე, რომელიც მოულოდნელად აფეთქდა, ეწერა: „წამლები“. აქტივისტების განცხადებით, ბომბი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პაკეტის თავი დაიხურა. შედეგად ერთ-ერთმა აქტივისტმა ხელის მტევანი დაკარგა. მაიდანზე შეკრებილებს ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ მიიტანა შემთხვევის ადგილზე ყუთი. ინცინდენტთან დაკავშირებით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები