ბოლო 24 საათში საქართველოში 3 868 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 986 729 აცრა.
მონაცემები დღეს განახლდა.
მათივე ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 040 022 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.6 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 944 520 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1 პროცენტია.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 818 პაციენტი, 49 კი გარადაიცვალა.