მამუკა მდინარაძე გლაზგოში გამართულ, მსოფლიო ლიდერთა სამიტს ეხმაურება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტს ეხმაურება.
„საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა“, – წერს მდინარაძე და ფოტოებს აქვეყნებს.