ფრიდონ ინჯია: ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში

“თუ სამართლიანობა არ აღდგება, ძალიან მძიმე პერიოდი მოგველის წინ” , – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფრიდონ ინჯიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასა. მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები.

„ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ყველა მხრივ. იმედია, შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მმართველი პარტია და გააკეთებს ისე, რომ ეს იყოს უმტკივნეულო, პირველ ყოვლისა, მოსახლეობისთვის, მაგრამ, ამავდროულად, ქურდი, დამნაშავე და ქვეყნის მოღალატე უნდა იყოს ციხეში, იმ ადგილზე, სადაც მას ეკუთვნის“, -განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები