არჩილ თალაკვაძე: ცდილობენ, წაგება გადაფარონ ბოიკოტით, ანომალიაა, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია
პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის გადაწვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებას ნიშნავს.
“რაც შეეხება პარლამენტში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებებს ბოიკოტთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სისუსტის გამოვლინება და კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ამ ოპოზიციონერ პარტიებს არ შეუძლიათ სიმართლე უთხრან თავიან ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს და ყოველთვის ცდილობენ, რომ წაგება გადაფარონ ისეთი მოუმწიფებელი გადაწყვეტილებებით, რომელიც გახლავთ ამ შემთხვევაში ბოიკოტი.
ცალსახად დემოკრატიასთან შეუთავსებელია და ერთგვარი ანომალია გახლავთ, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას წყვეტს. ამასთან, საპარლამენტო მანდატს ტოვებს რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი.