ლევან იოსელიანი: პარლამენტში საქმიანობას ვინც არ აპირებს, ბოლოს ნომერ 5-ის ქვეშ ამოყოფენ თავს და ერთიან სიაში იქნებიან წარმოდგენილი 2024 წელსაც
“ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და პარლამენტის დატოვებაზე რჩევას არ ვითვალისწინებთ, რაც კავშირში არ არის ხალხის პრობლემების მოგვარებასთან. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან თუ გავა, საკონსტიტუციო ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მაგრამ, მისივე განცხადებით, ეს კარგი მაჩვენებელი იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტის დატოვებაზე საუბრობენ.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და პარლამენტის დატოვებაზე რჩევას არ ვითვალისწინებთ, რაც კავშირში არ არის ხალხის პრობლემების მოგვარებასთან. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რაც მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ ქვეყანაში ყველა დაიღალა განუწყვეტლივ პოლიტიკურ თემებზე საუბრით, არჩევნების გაყალბებაზე და ა.შ. დროა, საუბარი ხალხის პრობლემებზე დავიწყოთ. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გავა, საკონსტიტუციო ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მაგრამ ეს კარგი მაჩვენებელი იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც საუბრობენ პარლამენტის დატოვებაზე. მგონია, რომ ვინც პარლამენტში საქმიანობას არ აპირებს, ბოლოს ნომერ 5-ის ქვეშ ამოყოფენ თავს და ერთიან სიაში იქნებიან წარმოდგენილი 2024 წელს, რაც ამ ქვეყნისთვის კარგი არ იქნება, რადგან საზოგადოებას გაყოფს, იქნება ღრმა პოლარიზაცია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.