ირაკლი ზარქუა: ჩემთვის „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი დანამატი გახდა, ეს მათი არჩევანია

“ჩემთვის „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი დანამატი გახდა, ეს მათი არჩევანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ მიმართ სხვა მოლოდინები ჰქონდა.

„ჩემთვის „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი დანამატი გახდა, რაც სამწუხაროა. მათ მიმართ სულ სხვა მოლოდინები მქონდა. უფრო საინტერესო იყო, მათთან გვქონოდა დისკუსია, დებატები, რადგან ეს ხალხი ბიზნესიდან მოდის და ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი დანაყოფია. ეს მათი არჩევანია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ეწევა და გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, შესაძლებელია, ციხის საავადმყოფოშიც გადაიყვანონ. მგონია, რომ დრამატიზებას თავად ახდენენ, რომ სააკაშვილით პოლიტიკური ქულები მოიპოვონ. მათ ვურჩევ, ამ კაცს თავი დაანებონ. ის ციხეში ზის, დაასვენონ, ნუ აჟიტირებენ, საქმეს მიხედონ. თუ მუშაობა უნდათ, აქ, პარლამენტში არის სამუშაო გარემო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის სხდომების მუშაობაში, ვიდრე ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას. მისი თქმით, ხელისუფლებამ, ისევე, როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა, უნდა მიიღონ ამ ფრაქციის პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება, რომ ქვეყანა შედის უმძიმეს კრიზისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები