დავით ქართველიშვილი: ცალკეა დასავლეთის „რადარებიდან“ გამქრალი საქართველო და ცალკეა ამის საპირისპირო მდგომარეობა – უპრეცედენტო მხარდაჭერა, გლობალურ საკითხებში საქართველოსა და მისი ხელისუფლების როლის მაღალი შეფასება

”ერთადერთი, თემები, რომელსაც „რატომღაც“ არ განიხილავდნენ: თაკო ჩარკვიანის მიერ დეპუტატის მანდატის სავარაუდო დათმობა, „ჩრდილოვანი კაბინეტის“ პერსპექტივები, ტუსაღი სააკაშვილის სუიციდური მიდრეკილებანი და 6 ნოემბრის აქციის მხარდაჭერა”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს, რომელიც გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე გაიმართა.

ქართველიშვილის შეფასებით, ცალკე არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ,,კრემლის’’ ფილიალად მოიხსენიებენ და ცალკეა ის მაღალი დონის სამუშაო ვიზიტები, სადაც საქართველოს ხელისუფლების როლი გლობალურ საკითხებში მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„ცალკეა დასავლეთის „რადარებიდან“ გამქრალი საქართველო. ცალკე „კრემლის“ ფილიალი/ხელისუფლება. ცალკე დასაწესებელი „სანქციები“. ცალკე „ხისტი“ და „სიძულვილის“ ენაზე მოსაუბრე პრემიერ-მინისტრი. ცალკე – „რა გვეშველებას“ თემა და ცალკეა, ამის საპირისპირო მდგომარეობა – უმაღლეს დონეზე მიღება, უპრეცედენტო მხარდაჭერა, გლობალურ საკითხებში საქართველოსა და მისი ხელისუფლების როლის მაღალი შეფასება. საკუთარ ქვეყნებში ჩვენი პრემიერ-მინისტრის ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებით დაპატიჟება, საქართველოში საპასუხო ვიზიტების დაგეგმვა… ერთადერთი, თემები, რომელსაც „რატომღაც“ არ განიხილავდნენ: თაკო ჩარკვიანის მიერ დეპუტატის მანდატის სავარაუდო დათმობა, “ჩრდილოვანი კაბინეტის” პერსპექტივები, ტუსაღი სააკაშვილის სუიციდური მიდრეკილებანი და 6 ნოემბრის აქციის მხარდაჭერა“, – წერს ქართველიშვილი faceboook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები