ლევან ნიკოლეიშვილი: პუტინს ნამდვილად ვერ ვხედავ აქ, სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, ჯონსონი, ანგელა მერკელი; არ ვიცი, არ ვიცი, ესენი თუ დასავლეთს არ წარმოადგენენ
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს აფასებს, რომელიც გლაზგოში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე გაიმართა.
,,გაგონილს მაინც ნანახი ჯობს და ფაქტები რომ ჯიუტია, ესეც ცხადია: ოპონენტები ხელისუფლებას ,,პრორუსულს,, უწოდებენ და ,,დასავლეთის რადარებიდან გამქრალ საქართველოდ,, მოიხსენიებენ. არა და, რაც ამ ბოლო წლებში ოპოზიციამ თავიანთი ბელად სააკაშვილის მეთაურობით 2008 წლიდან დღემდე გააკეთა, პუტინს რომ სინდისი ჰქონდეს, მათთვის ერთი კარგი გარდამავალი დროშა ან ორდენი მაინც უნდა გამოეგზავნა!
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით, მონაწილეობა მიიღო, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში. სადაც სიტყვის გამოსვლის შემდეგ შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან, პუტინს ნამდვილად ვერ ვხედავ, სამაგიეროდ, აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჯონსონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი…არ ვიცი, არ ვიცი, ესენი თუ დასავლეთს არ წარმოადგენენ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.