ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული პრეზენტაცია მსოფლიო დონის სამიტზე, აბა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაციაო?

“პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო და მისი როლი მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში პრემიერმინისტრის მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სანამ ოპოზიცია რევოლუციობანას თამაშობს… სანამ მიშას ჭამა-შიმშილის თემებია ქართული მედია-სივრცის “მთავარი” სიახლე… სანამ ჩარკვიანი გადაწყვეტს მანდატის დატოვებას… საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული პრეზენტაცია მსოფლიო დონის სამიტზე. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო და მისი როლი მსოფლიო გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. აბა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაციაო?“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები