თამთა მეგრელიშვილი: კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, საქართველო ამ პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო წამყვანი ქვეყნების გვერდით ღირსეულად დგას

“მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა და მისი ღირსეული წევრი, ერთ – ერთი ლიდერი საქართველოს სახელით იყო პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი”, – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია და საქართველო ამ პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო წამყვანი ქვეყნების გვერდით ღირსეულად დგას.

„დიახ, საქართველოს სახელით პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოს როლის მნიშვნელობა საერთო კეთილდღეობის საქმეში.

მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია და საქართველო ამ პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო წამყვანი ქვეყნების გვერდით ღირსეულად დგას.

ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო პოლიტიკური ორბიტიდან, ვურჩევ, ყურადღებით გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ყურადღებით წაიკითხონ მნიშვნელოვანი სტატიები რომელიც საერთო პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს მნიშვნელობასა და მონაწილეობაზე პირდაპირი ხაზგასმაა და ასევე შეუძლიათ, დატკბნენ ოფიციალური ფოტოებით, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ღირსეულ ადგილს იკავებს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები