საქართველოში 1 609 კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 336 პირი რჩება

ამ ეტაპზე, საქართველოში 1 609 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 336 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში – 591, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 37, იმერეთში – 32.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 726 941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 669 822, გარდაიცვალა 10 136 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები