გვიან ღამით ლენინის ძეგლი მოიპარეს
უკრაინის ქალაქ სუმში ლენინის ბიუსტი მოიპარეს. ძეგლი კულტურის სასახლესთან ახლოს იდგა. თვითმხილველთა თქმით, ბიუსტი ღამით უკვე მოპარული იყო. ამ დრომდე უცნობია ლენინის ბიუსტის ადგილსამყოფელი. შეგახსენებთ, რომ იანვარში ქალაქ კრივოიროგში, რკინიგზის სადგურის მახლობლად მდგარ ლენინის ძეგლს თავი მოამტვრიეს.