გია აბაშიძე – გოგა გულორდავაზე: ასე იქცევიან ღირსეული პოლიტიკოსები, დამარცხების აღიარება და მომავალი არჩევნებისთვის მზადება არის დემოკრატიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას განცხადებას ეხმიანება, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს.

„ასე იქცევიან ღირსეული პოლიტიკოსები. დამარცხების აღიარება და მომავალი არჩევნებისთვის მზადება არის დემოკრატიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და არა ე.წ. „მშვიდობიანი რევოლუციებისათვის“ უაზრო სამზადისი. წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას [“ნაციონალური მოძრაობა”], მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, წალენჯიხაში გოგა გულორდავამ სოციალურ ქსელში დაწერა. დღესაც, რა მართებულად შეახსენა ოპოზიციას გერმანიის ელჩმა ქნირშმა – ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ არჩევნების შედეგები მიღებულ იქნას და დემოკრატიული პროცესის ფარგლებში მუშაობა გაგრძელდეს“, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები