“Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა თვალსაზრისი, რომ “ტელეგურუ” გვარამიამ კვლევის შედეგები თვითნებურად გადააკეთა” – ცუცქირიძე

Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა თვალსაზრისი და ახლა უკვე ფაქტი, რომ “ტელეგურუ” გვარამიამ, შოკირებულმა “ქართული ოცნების” მრავალათასიან მხარდამჭერთა შეკრებით დედაქალაქში, Ipsos-ის კვლევის შედეგები თვითნებურად გადააკეთა,”- ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შანსი არ აქვს.

“Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა „ტვიტერზე“ გვარამიას ბრალდებას უპასუხა. ბენ პეიჯი „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, რომლითაც მან მარკეზე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრულ ნონსენსსა და ნაგავს“ უწოდებს, რითაც დაადასტურა თვალსაზრისი და ახლა უკვე ფაქტი, რომ “ტელეგურუ” გვარამიამ, შოკირებულმა “ქართული ოცნების” მრავალათასიან მხარდამჭერთა შეკრებით დედაქალაქში, Ipsos-ის კვლევის შედეგები თვითნებურად გადააკეთა, სადაც ოპოზიციას თბილისის წაგების მეორე მხარეს, სხვა თვითმართველ ქალაქებში გამარჯვების ციფრები ჩამოუწერა. თუმცა, სიჩქარეში ფალსიფიცირების ნაწილი მაინც გამორჩა, რასაც Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორის ზემოთ მოყვანილი კომენტარიც ადასტურებს.

“ნაცოპოზიციას”, რომ არანაირი შანსი არა აქვს, არც თვითმართველ 5 დიდ ქალაქში, და არც 15 თვითმართველ თემში, არაერთ პოსტში დამიწერია. კოალიციის მანტია შემოსილი, სახეშეცვლილი და კვლავ ერთად შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობა” წარსულის და დღევანდელობის ნარატივიდან გამომდინარე, ძალადობაზე, ცილისწამებაზე, ზიზღზე და რევანშზე აგებული ფეიკსტრატეგიით “ქართული ოცნების” ალტერნატივა ვერ გახდებოდა.

ჩვენ, დღეს დიდი ალბათობით , ასევე ვნახავთ, რომ მიუხედავად მათივე მხარდაჭერილი პარტიული ტელევიზიების ჩვეული “ოპტიმიზმისა”, გარდა მათი მონხრეებისა, არავის ჯერა, არც კოალიციად შერაცხული “ნაციონალური მოძრაობის” დაპირებებისა და მით უმეტეს, სიახლის მათეული ინტერპრეტირებისა.
ადამიანებს არ სურთ წარსულში დაბრუნება, რამაც ლტოლვილებად და ემიგრანტებად აქცია!

ერთადერთი, რასაც ვიხილავთ, იქნება ტრადიციული ტელემოთქმები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, დაშინებაზე და ძალადობაზე, ყოველგვარი ფაქტოლოგიური მასალის და დასაბუთებული დოკუმენტირების გარეშე.

ბუნებრივია, დღეს ექსცესებიც იქნება და საღამოსვე პროტესტის აგორების მცდელობაც, თუმცა უშედეგოდ.

გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე. ამას ვერც სააკაშვილი ფაქტორი უშველის და ვერც გვარამიას ათასლარიანი დაპირება -პრემია გაყალბების ფაქტოლოგიის წარდგენაზე.

“ნაცოპოზიციას” ავიწყდება მთავარი. გადაწყვეტილებას მხარდაჭერაზე ამომრჩეველი იღებს და გაყალბება, რომ ყოფილიყო არც საერთაშორისო სადამკვირებლო მისია ცნობდა არჩევნების ლეგიტიმაციას და თუ პროტესტზე მიდგა საქმე, პროტესტსაც პირველივე ტურში ვიხილავდით”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები