“გამოგივლით და მიგიყვანთ” – ზურა გირჩი ჯაფარიძე მოქალაქეებს საარჩევნო უბნებთან მიყვანას სთავაზობს
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და მათ საარჩევნო უბნებთან მიყვანას სთავაზობს.
“თუ გეზარებათ ან თქვენით ვერ ახერხებთ ხმის მისაცემად წასვლას თბილისში, ნინა საჯაის მისწერეთ, მე გამოგივლით და მიგიყვანთ, რამდენსაც მოვასწრებ”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.