თამთა მეგრელიშვილი: Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა
,,გვარამია ჩვეული ისტერიკით გაემიჯნა კომპანია Ipsos, შეწყვიტა მათთან კონტრაქტი იმიტომ, რომ კომპანიამ მას ბოლომდე არ ,,გაუპრავა” კვლევით გაყალბებული მონაცემები”, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას კომპანია Ipsos -თან დაკავშირებით.
Ipsos-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ პეიჯმა „ტვიტერზე“ გვარამიას ბრალდებას უპასუხა, მან „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც გვარამიამ მარკეზი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრულ ნონსენსსა და ნაგავს“ უწოდა.
,,გვარამია ჩვეული ისტერიკით გაემიჯნა კომპანია Ipsos, შეწყვიტა მათთან კონტრაქტი იმიტომ, რომ კომპანიამ მას ბოლომდე არ ,,გაუპრავა” კვლევით გაყალბებული მონაცემები. ზის ახლა ეთერში და საგანგებო რეჟიმში ცდილობს გამოსავალი იპოვოს.
პირველი რაც მან გააკეთა ესაა “ქართული ოცნების” დადანაშაულება Ipsos -თან გარიგებაში რასაც რა თქმა უნდა, გამოეხმაურა.
Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ პეიჯი და მან „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა.
ასეცაა ნაგავი ყველგან ნაგავია, ნაგავი ყველა ენაზე ნაგავია!’’ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.