ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
საბურთალოს რაიონის N5 საარჩევნო უბანზე თავდაცვის მინისტრი მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს.
“საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ასევე, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება არის ადამიანის უფლება და საკუთრების უფლება. ჩვენ დღეს ხმა უნდა მივცეთ იმ ძალას, რომელიც აფასებს დემოკრატიულ ფუნდამენტურ ღირებულებებს“, – განაცხადა მინისტრმა.