ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი,  ხმა უნდა მისცეს მამუკა წოწერიას

“მე ხმა მივეცი მამუკა წოწერიას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

ჩიქოვანის თქმით, არჩევნების მეორე ტურზე პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„ყველას, ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს განვითარდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი, კიდევ უფრო გალამაზდეს, ხმა უნდა მისცეს მამუკა წოწერიას. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით მეტია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც იყო პირველ ტურში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მამუკა წოწერიას გამარჯვებით”,  – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. “ნაციონალური მოძრაობიდან” ანზორ მელია, “ქართული ოცნებიდან” კი მამუკა წოწერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები